რა არის და რისთვის კეთდება IT აუდიტი

ნებისმიერ ორგანიზაციას აღელვებს განვითარების პერსპექტივა, რომელიც თანამედროვე ციფრულ ეპოქაში შეუძლებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე. ამასთან აქტუალურ საკითხად რჩება IT მიმართულებაზე ხარჯების რაციონალიზაცია და მათი ოპტიმიზაცია. IT აუდიტი ეხმარება კომპანიებს შეამცირონ დანახარჯები ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ბიზნეს პროცესების შეფერხების გარეშე.

IT აუდიტი არის პირველი და აუცილებელი ეტაპი კომპანიის ინფორმაციული სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას. არსებული სიმძლავრეების ხარისხიანი აუდიტის გარეშე ვერ მოხერხდება კომპანიაში ინფორმაციული სისტემის რეალური მდგომარეობის შეფასება, რაც შეუძლებელს ხდის მის ცვლილებასა თუ განვითარებაზე სწორი და ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებების მიღებას. IT აუდიტი ახორციელებს არსებული ინფორმაციული რესურსების შეფასებას და მათი შესაბამისობის ანალიზს კომპანიის მიმდინარე და პერსპექტიულ მიზნებთან მიმართებაში. აღნიშნული ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე IT აუდიტი იძლევა რეკომენდაციებს, რომლებიც აძლევს კომპანიებს არსებული სიმძლავრეების მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას და შედეგად - მოდერნიზაციაზე დანახარჯების დაზოგვის საშუალებას.

IT აუდიტი:

  • მიზნად ისახავს ინფორმაციულ სისტემაში არსებული პრობლემების ანალიზს და გამოვლენას, მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების შემუშავებას.
  • პასუხობს კითხვას: რამდენად შეესაბამება ბიზნესის ამოცანებს ინფორმაციული სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა და IT გადაწყვეტილებები.
  • მისი ჩატარება შეიძლება იყოს მიმართული განვითარების პროცესების ანალიზსა და ახალი ინფორმაციული სისტემების დანერგვაზე.
  • იძლევა საშუალებას შეფასდეს ინფორმაციული სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის ეფექტიანობა.
  • არის საწყისი ეტაპი დანახარჯების ოპტიმიზაციის ამოცანების გადასაჭრელად
დაგვიკავშირდი და ერთად გავხადოთ შენი ბიზნესი უსაფრთხო და ეფექტიანი!

image description