IT მომსახურება

ოპექსი გთავაზობთ მაღალი ხარისხის აუთსორს IT მომსახურებას საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის. ჩვენ ვართ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ ინფრასტრუქტურის დანერგვასა და განვითარებაში. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ თქვენი IT სერვისები უწყვეტობით, მზად ვართ 24/7 ვაწარმოოთ თქვენი კორპორატიული კომპიუტერული ქსელის და მონაცემთა ცენტრების მონიტორინგი და ადმინისტრირება საერთაშორისო ITIL სისტემით, რაც იძლევა სტაბილური და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების გარანტიას.

რა არის ჩვენი უპირატესობა:

  • ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა მიმართულებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით.
  • ინციდენტების მართვის ცენტრალიზებული სისტემა და ჩვენს მიერ დაგროვილი გამოცდილება იძლევა თქვენს კომპანიაში წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის უმოკლეს დროში და ეფექტურად გადაწყვეტის გარანტიას.
  • ჩვენ შეგიმცირებთ დანახარჯებს: IT თანამშრომლის ხელფასი, საპენსიო ფონდისა და საშემოსავლო გადასახადი, მივლინების და შვებულების ხარჯები, თანამშრომლის სამუშაო ადგილის მოწყობის ხარჯები (ოთახი, სამუშაო მაგიდა და კომპიუტერული ტექნიკა), კომუნალური ხარჯები, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაწეული ხარჯები, დაზღვევა, სატელეფონო ხარჯები და სხვა ბენეფიტები.
  • ჩვენთან ერთად თქვენ არ მოგიწევთ თქვენი დროისა და ადამიანური რესურსების ხარჯვა IT დეპარტამენტის მართვაზე და შეძლებთ მეტი დრო დაუთმოთ ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

image description